
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “დროას” და მოქალაქეებს ლარსის გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზეზად “საგზაო მოძრაობის კოლაფსის” თავიდან არიდება დაასახელა და აქციის მონაწილეებს ალტერნატივად სოფელი გველეთი შესთავაზა.
აქციის მონაწილეები ახლა სოფელ გველეთში გვირაბთან იმყოფებიან, რომელიც ლარსს უკავშირდება.
ადგილზე გაშლილია საქართველოსა და უკრაინის დროშები, ბანერები და რუსეთის დანაშაულების ამსახველი ფოტოები.
მოქალაქეები ლარსის გამშვებ პუნქტთან დღეს რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების გაზრდილი ნაკადის გასაპროტესტებლად მიდიოდნენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს