პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 13 მჭიდი, 544 ვაზნა და 2 ხელყუმბარა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





