პოლონელი გენერალი – ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ კალინინგრადის დაბრუნება


ავტორი
Front News საქართველო
პოლონელი გენერალი, სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ვალდემარ სკიშიპჩაკი აცხადებს, რომ პოლონეთს უფლება აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული კალინინგრადის რეგიონის დაბრუნება მოითხოვოს.
მისი თქმით, კალინინგრადის რეგიონი არის ტერიტორია “რომელიც 1945 წლიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშა”.
პოლონელი გენერლის თქმით, ეს ტერიტორია არასოდეს ყოფილა რუსული, მაგრამ ისტორიულად ეკუთვნოდა პრუსიასა და პოლონეთს.
“იქნებ ღირს, მოვითხოვოთ კალინინგრადის ოლქის დაბრუნება, რომელიც, ჩემი აზრით, პოლონეთს ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს უფლება გვქონდეს პრეტენზია ამ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული”, – განაცხადა გენერალმა.
მისი თქმით, კალინინგრადის რეგიონს სამხედრო მნიშვნელობა არ აქვს.
კრემლის პროპაგანდისტები არაერთხელ გამოვიდნენ ტერიტორიული პრეტენზიებით ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინისა და პოლონეთის „ისტორიულ მიწებზე“.
თაგები:
პოლონეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს