პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია.
ტუსკის პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარი 248-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 201 იყო.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პოლონელ ხალხს. გმადლობთ, პოლონეთო, ეს მართლაც მშვენიერი დღეა – არა ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მრავალი წლის განმავლობაში სჯეროდა, რომ ყველაფერი უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ სიბნელეს განვდევნით. და ეს მოხდა – თქვენი წყალობით“, – განაცხადა ტუსკმა კენჭისყრის შემდეგ.
იქამდე პოლონეთის სეიმმა მატეუშ მორავეცკის მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.
კენჭისყრაში 456-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. 266-მა პარლამენტარმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მხარი დაუჭირა 190-მა.
ამის შემდეგ კი ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინა.
საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში 15 ოქტომბერს გაიმართა და სამმა ოპოზიციურმა პარტიამ უმრავლესობა მიიღო. ნოემბერში პარტიებმა კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს.
დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ერთხელ უკვე იყო 2007 წლის 16 ნოემბრიდან 2014 წლის 22 სექტემბრამდე. თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ 2007 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 2014 წლის 30 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს და ეს თანამდებობა ორი ვადით ეკავა.
თაგები:
დონალდ ტუსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს