პოლონეთის საელჩო – პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ, ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას


ავტორი
Front News საქართველო
1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა, – ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
საელჩოს განცხადებით, პოლონეთი უერთდება ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალ მომავლისთვის.
“1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
პოლონეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს