პოლონეთის სეიმი 11 დეკემბერს ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას უყრის კენჭს


ავტორი
Front News საქართველო
11 დეკემბერს პოლონეთის სეიმი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებას და ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას უყრის კენჭს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი სეიმის წინაშე ანგარიშით წარდგება, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. თუ სეიმი მის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მთავრობა გადადგება და დონალდ ტუსკი ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
როგორც მედია აღნიშნავს, ახლა ყველაზე მეტად სავარაუდო სცენარია, რომ მორავეცკის მთავრობა არ მიიღებს ნდობას და თანამდებობას დატოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დონალდ ტუსკს კი ახალი მთავრობის ფორმირება დაევალება.
პრემიერობის მთავარი კანდიდატი დონალდ ტუსკი ელოდება, რომ მთავრობისთვის ხმის მიცემა ასევე გაიმართება 11 დეკემბერს, 13 დეკემბერს კი ფიცს დადებს.
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგად სეიმის 460 წევრი აირჩიეს. არჩევნების შედეგებით უმრავლესობა ოპოზიციამ მიიღო.
თაგები:
პოლონეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს