პოლონეთი პრეზიდენტს ირჩევს


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 13 დარეგისტრირებული კანდიდატიდან მოუწევთ.
პოლონეთში ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 29 მილიონ ამომრჩეველს აქვს.
გამოკითხვების მიხედვით, მოქალაქეების მხრიდან მეტი მხარდაჭერა აქვს მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს რაფალ ტშასკოვსკის, ასევე კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, ტშასკოვსკი ხმების დაახლოებით 30%-ს აგროვებს, ხოლო ნავროცკი – დაახლოებით 25%-ს. გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს ანტიუკრაინული პარტიის, „კონფედერაციის“ კანდიდატი სლავომირ მენცენი.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს გაიმართება.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი 2025 წლის 6 აგვისტომდე უნდა დადოს, რადგან სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს ანჯეი დუდას უფლებამოსილება ამ დროს ეწურება.
აღსანიშნავია, რომ დუდას ორი საპრეზიდენტო ვადა აქვს შესრულებული და კონსტიტუციის თანახმად, მას ხელახლა კენჭისყრის უფლება არ ჰქონდა.
პოლონელები პრეზიდენტს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ირჩევენ.
თაგები:
პოლონეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს