პოროშენკო – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე, ვერავინ იქნება დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში მომავალში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე ვერავინ იქნება დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში მომავალში, ამასთან, არ შეიძლება ბუდაპეშტის მემორანდუმის გამეორება ყალბი გარანტიებით, – ამის შესახებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
“ეს არის ალბათ, პირველი პრიორიტეტი – უკრაინის მომავალი გაწევრიანება ევროკავშირში და ნატო-ში, რადგან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე, ვერავინ იქნება დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში მომავალში. მას შემდეგ, რაც პუტინმა გაანადგურა ომის შემდგომი უსაფრთხოების მთელი სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ეფექტური უსაფრთხოების მექანიზმია დარჩენილი და ამ მექანიზმის სახელია ნატო-ს წევრობა.
ნატო-ს ახლა არანაკლებ სჭირდება უკრაინა, ვიდრე უკრაინას სჭირდება ნატო. როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი და მქონდა შეხვედრა ნატოს სამიტზე, არავინ იყო წინააღმდეგი უკრაინის მომავალი წევრობის. ახლა უკრაინას ამაზე ბევრად მეტი და უკეთესი არგუმენტები აქვს. ახლა ნატო-ს შემდეგი სამიტი ვილნიუსში იქნება. ეს არის დიდი შანსი ნატოსთვის, დიდი შანსი ლიეტუვისა და ვილნიუსისთვის და რა თქმა უნდა, დიდი შანსი უკრაინისთვის”, – განაცხადა პოროშენკომ.
თაგები:
პეტრო პოროშენკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს