
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება 2023 წლის 18 თებერვალს ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი. პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე არ შეუძლია პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. ასეთი დასკვნა როდესაც არსებობს, პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები ერთნაირად ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად მათი საქმიანობისა.
პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს