
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიება აპოლიტიკურია და არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას არ ისახავს მიზნად.
“ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თაგები:
ათონელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს