პროექტ “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2025”-ის გამარჯვებული გორის გუნდი გახდა


ავტორი
Front News საქართველო
პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2025”-ის საგაზაფხულო ფაზა ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატით გაიხსნა.
შეჯიბრება, რომლის გამარჯვებულიც გორის გუნდი გახდა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. აფხაზეთის ომის გმირის თემო სახოკიას სახელობის გარდამავალი თასი გორმა არავის დაუთმო.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ომის ვეტერანებმა, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა, პარასპორტსმენებმა, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა.
ღონისძიება „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, ქუთაისის, გორის, კასპისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიების მხარდაჭერით, თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პარტნიორობით გაიმართა.
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციას და მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს