პროკურატურა – აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშროლობის და ძებნილის დაკავებისთვის მადლობას უხდის

ავტორი
Frontnews საქართველო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშროლობის და ძებნილის დაკავებისთვის მადლობას უხდის, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მისივე ცნობით, FBI ნიუ-იორკის განყოფილება, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოდან ექსტრადირებული პირის ფოტოებს აქვეყნებს და ათ წლიანი ძებნის შემდეგ, მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ფაქტს ეხმაურება.
„ინფორმაციის თანახმად, დავუდ ანსარის (Davud Ansariy), რომელიც უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, დღეს ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში წაუყენებენ ბრალს. მას „ისლამური სახელმწიფოსა“ (ISIS) და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ (ANF) მატერიალური დახმარების გაწევასა და ამავე მიზნით შეთქმულების მოწყობაში ედავებიან.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში საქართველოდან 2026 წლის 23 სექტემბერს განხორციელდა, სადაც ის 2026 წლის აგვისტოში დააკავეს.
დავუდ ანსარი აშშ-დან 2016 წელს, თურქეთის მიმართულებით გაიქცა და მას შემდეგ იძებნება. საქართველოს პროკურატურისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურამ პირი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა და შესაბამისი პროცედურების დაცვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.
აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს საქართველოს პროკურატურას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშროლობის და ძებნილის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
პროკურატურა




