Logo

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი
41
Frontnews
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ოჯახის წევრის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ყოფილ მეუღლესთან სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა, რის ნიადაგზეც მისი შეკვეთით მკვლელობა გადაწყვიტა. ამ მიზნით 2026 წლის ოქტომბერში ბრალდებულმა თავის ნაცნობს მკვლელობის ამსრულებელი მოეძებნა სთხოვა, რომელსაც მკვლელობის შემდეგ 25 000 აშშ დოლარს გადასცემდა. ასევე შეატყობინა, რომ მკვლელობა ხელსაყრელი იყო ახლო მომავალში, რადგან მათი საერთო სამი არასრულწლოვანი შვილი, დროებით მასთან იმყოფებოდნენ და ისინი დედის მკვლელობას ვერ შეესწრებოდნენ.

2026 წლის 16 ნოემბერს, სამართალდამცველებმა მკვლელობის მომზადება აღკვეთეს და მკვლელობის შემკვეთი დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 18-109-ე მუხლის ,,თ”, „კ“ და „ნ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მომზადება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, შეკვეთით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები