
ავტორი
Front News საქართველო
გენერალურ პროკურატურასთან გაბმული საყვირების ფონზე “დროასა” და “სირცხვილიას” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ განხორცელებული ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობის საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხიოვენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ გაკეთებული აუდიოჩანაწერი გასაჯაროვდა, სადაც ისმის, რომ დეპუტატს სოლიდური თანხის სანაცვლოდ საკრებულოში ნეიტრალური პოზიციის დაწერას თხოვენ, რასაც ის არ თანხმდება.
დეპუტატის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში ოპოზიცია აჭარის მთავრობის მეთაურს თორნიკე რიჟვაძესა და მის მამას, პოლიციის მაღალჩინოსანს დავით რიჟვაძეს ადანაშაულებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს