Logo

პროკურორი - ბრალდების მხარემ სამი ბრალდებულის მიმართ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ღუდუშაურის მიმართ საპროცესო შეთანხმება

სამართალი
151
Frontnews image description

ბრალდების მხარემ სამი ბრალდებულის მიმართ მოითხოვა საქმის არსებითად დასრულება, ანუ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და ვლადიმერ ღუდუშაურის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული ბრალდებულის საკითხი შეფასდა ინდივიდუალურად, გარემოების, მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით.

"თითოეული ბრალდებულის საკითხი შეფასდა ინდივიდუალურად, გარემოების, მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით და ა.შ. შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფრის მხედველობაში მიღებით გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება ვლადიმერ ღუდუშაურთან, 3 პირის მიმართ მოითხოვა საქმის არსებითად დასრულება.

შევაფასეთ ყველაფერი ინდივიდუალურად და უკვე, როცა ბრალდების მხარეს ევალებოდა პროცესის მიხედვით, რომ ეთქვა დასკვნითი სიტყვა, გააჟღერა დასკვნითი სიტყვა. სამი ბრალდებულის მიმართ მოითხოვა საქმის არსებითად დასრულება, ანუ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და ვლადიმერ ღუდუშაურის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება“, - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები