
ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც ნათლად და მკაფიოდ იყო გამოკვეთილი, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, 13 წლით პატიმრობა აღკვეთა იყო რელევანტური ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან მიმართებით.
"სასამართლომ შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც ნათლად და მკაფიოდ იყო გამოკვეთილი.
მოსამართლემ ასევე ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო რელევანტური მის ქმედებასთან. ასევე, მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა იმ კონტექსტში, რომ ვინაიდან ბრალდებულმა აღნიშნულ სხდომაზე მისი განმარტებით, ასევე ქცევით, ასევე არცერთ ეტაპზე ქმედების არაღიარებით და მონანიების არქონით, ფაქტობრივად, ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი”, - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.
"მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.
თაგები:
პროკურორი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს