პროკურორი - ჯუანშერ ბურჭულაძემ უშუალოდ ხელზე, ქრთამის სახით, 750 ათასი ლარი გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს

ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
პროკურორის განცხადებით, აქტიურად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, როდესაც შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც საკმარისი იყო ღარიბაშვილისთვის ბრალის წარსადგენად, ბრალდების მხარემ გამოიტანა დადგენილება.
"ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასევე წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარეს გაუჩნდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ არსებობდა შესაბამისი სტანდარტი ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის და გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, როცა ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა ბრალდებულთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნული საქმიდან პროკურატურის მიერ გამოყოფილ იქნა სისხლის სამართლის საქმე სხვა პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მოხდა 2025 წლის ნოემბერში. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, ტარდებოდა აქტიურად საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები. როცა შეიქმნა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც საკმარისი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალდების წარსადგენად, ბრალდების მხარე გამოიტანა დადგენილება ამის შესახებ.
თავდაცვის სამინისტრომ აწარმოვა ტენდერები უშუალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურის შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული ტენდერების სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში იყო 19 მლნ, რომელთან დაკავშირებითაც შესაბამის მფარველობასა და გარანტიებს გასცემდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამ სახელშეკრულებო ღირებულების 10% მიტანილი იქნა შესაბამისი პირის მიერ ვასილ მხეიძესთან, საიდანაც 750 ათასი ლარი აიღო ქრთამის, ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ უშუალოდ ხელზე, ქრთამის სახით, 750 ათასი ლარი გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს", - განაცხადა ანი ლეკიაშვილმა.
24 აგვისტოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინა.





