Logo

პროტესტის 142-ე დღეს საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებია დაგეგმილი

Frontnews image description

პროტესტის 142-ე დღეს საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.

მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში შეიკრიბებიან და აქციებს გამართავენ.

საპროტესტო აქციებზე მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელი იქნება – დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნები და დაჩქარებული ევროინტეგრაცია.

აქციების განრიგი ასეთია:

გორი – 17:00 საათზე საკრებულოს წინ.

ახალციხე – 18:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან.

თელავი – 19:00 საათზე მერიის წინ.

ქუთაისი – 19:00 საათზე მერიის წინ.

ბათუმი – 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს წინ.

თბილისში საპროტესტო აქციები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიწყება და დღის ბოლოს პარლამენტის შენობის წინ დასრულდება.

თაგები:

აქცია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები