პროტესტის 355-ე დღეს აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. დღეს უწყვეტი პროტესტის 355-ე დღეა.
შეკრებილი მოქალაქეები ამ წუთებში ქაშუეთის ტაძრის უკანა ტერიტორიიდან მსვლელობით ორბელიანების სასახლისკენ მიემართებიან.
პერიოდულად ისმის შეძახილებიც - "საქართველო, ადექი!".
როგორც აქტივისტები აცხადებენ, ერთადერთი ადგილი, სადაც ყველა უნდა იდგეს - ქუჩაა.
"ადამიანი კითხულობდა - რუსთაველზე დგომით რას შევცვლითო - ეს, მსვლელობა არის ის პროტესტის ფორმა, რაც გვჭირდებოდა. ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ. ერთადერთი კითხვა არსებობს დღეს - დგახარ თუ არა საქართველოს დასაცავად ქუჩაში?! იმიტომ, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ვიცავთ ჩვენს უფლებებს, არის ქუჩაში", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





