პუტინი – ასეთი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება უბრალოდ შეუძლებელია


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვი მკაცრად უპასუხებს უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყირიმის ხიდზე აფეთქების უკან “კიევის რეჟიმი” დგას.
კრემლის ლიდერი უკრაინას “ბირთვულ ტერორიზმის აქტებში” – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასა და კურსკის ატომური ელექტროსადგურის დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს.
“ასეთი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება უბრალოდ შეუძლებელია.
თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით გათანაბრებული რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს”, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს