Logo

პუტინი ჩინეთში ჩავიდა

მსოფლიო
220
Frontnews
პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა.

19 ნოემბერს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. მანამდე ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

პუტინი ასევე მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) სამიტის ღონისძიებებში. კერძოდ, ის სიტყვით გამოვა ბიზნესფორუმსა და სამიტის პლენარულ სხდომაზე.

რუსული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც გამართოს ორმხრივი შეხვედრა. მედიის ცნობით, ამისთვის მხოლოდ შეხვედრის ფორმატის შეთანხმებაა საჭირო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები