პუტინი – მოლაპარაკებებზე უარს ვამბობთ არა ჩვენ, არამედ ისინი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებები არ სურს.
“ჩვენ მზად ვართ ამ პროცესის ყველა მონაწილესთან (უკრაინის ომი) ვისაუბროთ მისაღებ შედეგებზე, მაგრამ ეს მათი საქმეა – მოლაპარაკებებზე უარს ვამბობთ არა ჩვენ, არამედ ისინი”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინი მუდმივად იყენებს მოწოდებებს მოლაპარაკებების შესახებ იმისთვის, რომ უკრაინა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერისგან იზოლირდეს, თუმცა როგორც დასავლეთი, ასევე აშშ, აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ყალბი მშვიდობა უკრაინაზე ახალი თავდასხმის მოსამზადებლად სჭირდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს