პუტინი ტრამპის წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
პუტინის თქმით, "უიტკოფთან და კუშნერთან თანამშრომლობისას რუსეთი თავს კომფორტულად გრძნობს“.
"ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ამ ტიპის კონტაქტები ყოველთვის სასარგებლოა. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის ხარისხი და ჩართული მხარეების ნდობა. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობით“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან ცეცხლის სრულად შეწყვეტას ამ ეტაპზე არ განიხილავს.
"უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ჩვენ ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ“, – განაცხადა პუტინმა.
ტრამპის წარმომადგენლები კიევში 6 სექტემბერს ჩავლენ.





