Logo

პუტინმა “გამარჯვების დღის” აღსანიშნავად “ზავი“ გამოაცხადა

უკრაინა
1895
Frontnews
პუტინმა “გამარჯვების დღის” აღსანიშნავად “ზავი“ გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისის 00:00-მდე გაგრძელდება.

პუტინმა სამშვიდობო ზავი 30 საათით ასევე გამოაცხადა აღდგომის დღესასწაულის დროსაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, კიევი აცხადებს, რომ რუსეთმა თავად არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

თაგები:

პუტინი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები