პუტინმა რუსეთის შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა „დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნების აგრესიული განცხადდებების გამო” შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან შეხვედრისას განაცხადა.
“ნატო-ს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გადაიყვანონ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის სპეციალურ რეჟიმზე“,- განახცადა პუტინმა.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის და გენერალური შტაბის უფროსისადმი მიმართვის დროს პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ ეკონომიკურ სფეროშიც.
“ვგულისხმობ არალეგიტიმურ სანქციებს, რაც ყველამ კარგად იცის“, – აღნიშნა მან.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს