
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს “ქართული ოცნება” არ მივიდა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ამ დრომდე არ ხერხდება. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ სახელისუფლებო ძალასა და ოპოზიციას შორის ხმები თანაბრად – 17 /17- ზე არის განაწილებული.
გახარიას პარტიის – “საქართველოსათვის” დეპუტატის აკაკი გვიანიძის განცხადებით, უპრეცედენტიო შემთხვევაა, როდესაც მმართველი ძალა ბოიკოტს აწყობს.
“წარმომადგენლობითი ორგანოების ისტორიაში გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სამთავრობო პარტია ბოიკოტს უცხადებს წარმომადგენლობით ორგანოს. ეს არის უბრალოდ სასაცილო და უპასუხისმგებლობაა. სამწუხაროა, ჩვენ ვაპირებდით დღეს კიდევ ერთი შანსი მიგვეცა პოლიტიკური ოპონენტებისთვის, გაგვეკეთებინა კონკრეტული განცხადებები და კრიზისის შესაწყვეტად კონკრეტული გეგმა შეგვეთავაზებინა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის მოწოდებული მმართველი პარტია მუნიციპალიტეტში შეიქმნას კრიზისი, სამწუხაროა, რომ ეს ბათუმს სჭირს”, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.
ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე “ლელოს” წევრის ირაკლი კუპრაძის კანდიდატურის დაყენებას გეგმავდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს