
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება“ ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.
ოთარ იოსელიანის ინდივიდუალიზმითა და უნიკალურობით გაჯერებულმა ნამუშევრებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც მრავალი აღიარება მოიპოვა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ოთარ იოსელიანის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კინო და ოთარ იოსელიანის უკვდავი ნამუშევრები“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ სამძიმრის წერილში.
ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თაგები:
რეჟისორი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს