Logo

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება

პოლიტიკა
02.02.2022 / 19:55
Frontnews image description

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო იმართება,  სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. 

 

აქციის მონაწილეები მმართველი ძალის მაღალჩინოსნებს კორუფციასა და ხალხის ძარცვაში ადანაშაულებენ. 

 

აქტივისტების განცხადებით, “ქართული ოცნების” ლიდერებს სახლებში მიაკითხავენ და აქციებს იქ გამართავენ.  

 

“მოქალაქეებისთვის ცხოვრება გაუსაძლისია სწორედ იმ ადამიანების გამო, ვინც ახლა პოლიტსაბჭოს სხდომაზეა.  ჩვენ აქედან ვუანონსებთ ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” ლიდერებს, ყველგან მივაკითხავთ,  სადაც სასახლეები ააშენეს.  ნახავთ,  ამ თვის განმავლობაში ყველგან მივალთ, ვინც ხალხს ფული მოიპარა.  ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ.  ბენზინი თუ 4 ლარი უნდა გახადეს, თუ ყველაფერი გაძვირდა, ამ ქვეყანაში ვინღა უნდა დარჩეს, არ გამოგივათ საქართველო ქართველების გარეშე” , – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა  ნიკა ნარსიამ. 

 

აქციის პარალელურად სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

თაგები:

აქცია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები