“ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერობის კანდიდატი დაბა შორაპნის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
“შორაპანი უნიკალური ისტორიული წარსულითა და ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ამ დაბაში მნიშვნელოვანი ინფრასრტურქურული პროექტები უკვე განხორციელებულია, თუმცა მომავალში დაიგეგმება და გამოიკვეთება ის სამუშაოები, რომელიც აქტუალურია მოსახლეობისთვის.
გამოწვევები ისევ არსებობს და ჩვენი გუნდი მაქსიმალურად იზრუნებს იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მოაგვაროს ყველა არსებული პრობლემა“, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.
თაგები:
ზესტაფონი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


