
ავტორი
Front News საქართველო
ქართველი მეზღვაურები მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისს, გაბონში გატაცებული მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან.
“პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან.
მეკობრეებმა ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიული წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან საქართველოს მოქალაქე ორი მეზღვაური გაიტაცეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმატებით განხორციელდა მეზღვაურების უსაფრთხო გამოხსნა ტყვეობიდან.
განსაკუთრებით ვულოცავთ და მადლობას ვუხდით მეზღვაურთა ოჯახის წევრებს გამოჩენილი გამძლეობისათვის! – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
თაგები:
მეზღვაურები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს