
ავტორი
Front News საქართველო
მალტის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ ტანკერზე მყოფმა 18-კაციანმა ეკიპაჟმა, რომელშიც 9 ქართველია, 5-ბალიანი შტორმის დროს, ურთულეს პირობებში, 52 ადამიანი გადაარჩინა. მათ შორის, ორსული და 3 ბავშვია. ისინი, ოკეანის გავლით, აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ.
მიგრანტები 3 დღის განმავლობაში, ღია ზღვაში, ტივზე საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.
TV 25-ის ინფორმაციით, შორეულ ნასნობაში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა, ზაზა ჭაღალიძემ, ზვიად ქობულაძემ, ნუგზარ ბერიძემ, მინდია აბუსერიძემ, კახა ადამიამ, შალვა სვანიძემ, დილარ ცეცხლაძემ, მანუჩარ კობალაძემ და გიორგი ცეცხლაძემ, შტორმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მათი ბორტზე უსაფრთხოდ აყვანა მოახერხეს და მითითების შესაბამისად, ისევ, აფრიკის სანაპიროებზე დააბრუნებენ.
თაგები:
მეზღვაურები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს