
ავტორი
Front News საქართველო
ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი ნორმალურად არის. ხვალ გადის 48 საათი ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების დროიდან და წესით, ან უნდა დატოვოს დროებითი მოთავსების იზოლატორი, ან უნდა გადაიყვანონ სასამართლოში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა ქეთი ჩომახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა მუხლით არის დაკავებული.
“ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი ნორმალურად არის. ვიცით, რომ არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, მაგრამ არანაირი დოკუმენტი არ ჩაბარებია. დამაბარა მეთქვა, რომ ის ყველას მოუწოდებს, გააგრძელონ ბრძოლა მტკიცედ და მოთმინებით. იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სისტემას სულ რამდენიმე დღე დარჩა და მისი მოწოდებაა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა.
ხვალ გადის 48 საათი, ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების დროიდან და წესით, ან უნდა დატოვოს დროებითი მოთავსების იზოლატორი, ან უნდა გადაიყვანონ სასამართლოში, სადაც სასამართლო შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია 4 დეკემბერს პარტიულ ოფისთან დააკავეს.
თაგები:
ქეთი ჩომახაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს