ყირგიზეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნები გააუქმა

ავტორი
Front News საქართველო
ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება “ურღვევი ძმობა – 2022” ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან გაერთიანებული.
თაგები:
ყირგიზეთი




