ყიზილაჯლოში შუახნის მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დაჭრა

ავტორი
Frontnews საქართველო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა.
დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს კი - სტაბილურია.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.





