
ავტორი
Front News საქართველო
ხმაურია ქობულეთის მერიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჟურნალისტებთან ერთად შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. შენობას პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მერთან შეხვედრას გეგმავდნენ, რადგან აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით მისგან განმარტება მოესმინათ. თუმცა არათუ მერთან, პოლიცია მათ საკუთარი ფრაქციის ოთახშიც არ უშვებს, რომ მედიის წინაშე განცხადება გააკეთონ.
“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ბონდო თევდორაძის განცხადებით, ხელისუფლება მილიონობით ლარს იპარავს, ამ საკითხზე საუბარი კი არ სურს.
“ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იპარავენ, ამ საკითხებზე შეკითხვების დასასმელად საკრებულოს წევრები მოვიდნენ დღეს მერთან, რომელიც იმალება ამ ჯებირის უკან. არ აძლევენ საკრებულოს წევრებს გადაადგილების უფლებას. ის, რომ აუდიტის სამსახურმა დაწერა დასკვნა, რომ ბიუჯეტის ქურდები არიან, ამის შესახებ მათ საუბარი არ უნდათ, ამიტომ მოიყვანეს პოლიციელები, დააყენეს აქ. საკრებულოს წევრებს ფრაქციის ოთახში ჟურნალისტებთან ერთად შესვლას უკრძალავენ”- განაცხადა ბონდო თევდორაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს