ქრისტო გროზევი – ოლიგარქები ძალიან უკმაყოფილოები არიან პუტინით, ამიტომ მართლაც ფიქრობენ როგორ მოიშორონ თავიდან


ავტორი
Front News საქართველო
ოლიგარქები ძალიან უკმაყოფილოები არიან პუტინით, ამიტომ მართლაც ფიქრობენ როგორ მოიშორონ თავიდან, – ამის შესახებ „ბელინგქათის“ გამომძიებელმა ჟურნალისტმა ქრისტო გროზევმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამაც კი, მათ შორის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა არ იცოდა, რომ პუტინი ომის დაწყებას მართლაც აპირებდა და ეს მხოლოდ მუქარა ეგონათ.
“ოლიგარქები ძალიან უკმაყოფილოები არიან პუტინით, 95% დაკარგეს ოლიგარქებმა მათ თავიანთი ცხოვრება, პრაქტიკულად, დაკარგეს. პუტინი მათ სანაცვლოდ ვერაფერს სთავაზობს, 2014 წელივით არ არის, როდესაც მან შესთავაზა ბიზნესები ყირიმში რაღაცის სანაცვლოდ, ახლა ვერაფერს სთავაზობს, ამიტომ ოლოგარქები მართლაც ფიქრობენ, როგორ მოიშორონ თავიდან
პოლიტიკური ელიტა, ისეთი ხალხი, როგორიცაა ლავროვი, წარმოდგენაც კი არ ქონდთ რომ ომი დაიწყებოდა 3 დღით ადრე ომამდე, მხოლოდ მუქარა ეგონათ, ამიტომ შესაძლებელია, მათ თავისთვის რაღაც გადაწყვეტილებები მოძებნონ. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია ოლიგარქებთან, ამ ადამიანებმა ძალიან დიდ ფული დაკარგეს და ეჭცგარეშეა, რომ რაღაც მალე აფეთქდება“, – განაცხადა გროზევმა.
რაც შეეხება ანატყოლი ჩუბაისს, გროზევი აცხადებს, რომ მან რუსეთი დატოვა, რადგან არ უნდოდა დაკავშირებული ყოფილიყო იმ კატასტროფასთან, რაც რუსეთს მოელის.
“პუტინმა ოლიგარქებს წაართვა თითმფრინავები რუსეთში და ფაქტობრივად, მათთვის შეუძლებელი გახადა ქვეყნიდან წასვლა, ადამიანებს კიდევ შეუძლიათ ტალინში წასვლა ვთქვათ, მატარებლით, ან შეუძლიათ სომხეთში გაფრინდნენ და იქედან წავიდნენ. არ ვიცი, რა გზა გამოიყენა ჩუბაისმა, მაგრამ მას ქონდა შესაძლებლობა წასვლის და იგი წავიდა, რადგან არ უნდოდა დაკავშირებული ყოფილიყო იმ კატასტროფასთან, რაც მოხდება უახლოეს მომავალში რუსეთში“, – განაცხადა გროზევმა ტელეკომპანია „მთავართან“ ჩართვისას.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს