
ავტორი
Front News საქართველო
კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021” გაიმართა, სადაც სამოქალაქო ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებისთვის 6 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ქუთაისი დასახელდა.
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ორგანიზაციების „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში“ (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ინიციატივითა და ორგანიზებებით.
განსახილველ თემას წარმოადგენდა დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, გამოწვევები და წარმატებული ისტორიები საქართველოში, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდა კარგი პრაქტიკის გაზიარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს