
ავტორი
Front News საქართველო
დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი – SHUTTLE BUS მოემსახურება.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.
ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარი იქნება. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ქუთაისის აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით იმოძრავებენ და ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან”, – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს