ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლექსო რაფავას საქმის განხილვა მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომის პარალელურად სასამართლოსთან მხარდამჭერების აქცია იმართება, რომლებიც ლექსო რაფავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
დაკავებულის ადვოკატის ადვოკატის დათა ახალაიას ცნობით, დღეს პროცესს ლექსო რაფავა თავად დაესწრება და ისაუბრებს, თუ ვინ და რატომ ჩაუდო იარაღი.
“ის არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი, რამაც განაპირობა მისი უკანონო დაკავება და დღეს ის დაუსაბუთებელ პატიმრობაში იმყოფება “, – განაცხადა დათა ახალაიამ.
რაფავა დისტანციურ დასწრებაზე უარს აცხადებდა, რის გამოც სხდომა ორჯერ გადაიდო.
თაგები:
ლექსო რაფავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს