
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, სოციალური მეცნიერებების დარგში საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელშიც 7 კონტინენტის, 37 ქვეყნის, 119 უნივერსიტეტის 200-მა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. ონლაინ ფორმატში 22 სესია 2 არხის საშუალებით ჩატარდა.
200-მდე სამეცნიერო ნაშრომიდან, საუკეთესო სამეულში დასახელდა ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის ციცინო ძოწენიძის სამეცნიერო კვლევა „დასავლეთისა და აღმოსავლეთის ისტორიულ ეკონომიკურ პოტენციალზე მარქსის, ვებერისა და პომერანცის შეხედულებების შედარებითი ანალიზი“.
ციცინო ძოწენიძე ასევე ხელმძღვანელობდა სამეცნიერო სექციას ეკონომიკური მიმართულებით.
“ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო მასშტაბი ეძლევა სოციალურ მეცნიერებებს კულტუროლოგიასა და ინფორმატიკასთან ერთად და განსაკუთრებული გამარჯვებაა, როცა საუკეთესო სამეულში ხვდება საქართველო“, – აღნიშნავს კონგრესის მონაწილე.
საერთაშორისო კონგრესზე გამარჯვებული ნაშრომები ავტორიტეტული საერთაშორისო საგამომცემლო ორგანიზაციის მიერ მაღალი გავლენისა და ISBN ინდექსის მქონე სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა, რომელიც ავტორის და ქუთაისის უნივერსიტეტის ცნობადობას აკადემიურ წრეებში კიდევ უფრო ამაღლებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს