Logo

ქუთაისის უნივერსიტეტს და აშშ-ის “უესტკლიფის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Frontnews image description

ქუთაისის უნივერსიტეტს და კალიფორნიის შტატის “უესტკლიფის უნივერსიტეტს“ (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ერთობლივი ინგლისურენოვანი პროგრამების და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

უესტკლიფის კერძო უნივერსიტეტი 1993 წელს დაარსდა. უესტკლიფის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, განათლების, ტექნოლოგიებისა, აიტი ინჟინერიის და დასავლეთის სახელმწიფო სამართლის კოლეჯებისგან. უნივერსიტეტი გამოირჩევა ინოვაციური სწავლის მიდგომებით და სწავლის მაღალი ხარისხით. მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქუთაისის უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები