Logo

ქუთაისში, საკეისრო კვეთის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა

შემთხვევა
30.12.2021 / 18:24
Frontnews image description

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

 

რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა.

 

ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

 

ახლობლების ინფორმაციით, 19 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა და მომხდარი ფაქტის უსწრაფესად გამოძიებას ითხოვენ.

 

მომხდარზე არ საუბრობენ კლინიკაში და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.  

 

პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდიდან შეიყვანეს. 

 

 

Advertisement