Logo

ყვარელსა და გურჯაანში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ

რეგიონები
81
Frontnews
ყვარელსა და გურჯაანში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ

ყვარელსა და გურჯაანში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  ღვინის საწარმოებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ფასს აპროტესტებენ.

პროტესტის ნიშნად, მათ გზა გადაკეტეს.

ფერმერების მოთხოვნაა, ღვინის ქარხნებმა ყურძენი ადეკვატურ ფასში ჩაიბარონ.

აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა, დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებულია.

ფერმერების მოთხოვნებს შორის არის სამთავრობო დადგენილების შეცვლა, რითაც ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები განისაზღვრა.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, პროტესტის გაზრდას აანონსებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები