სიკორსკი - ჩვენი საჰაერო სივრცის კიდევ ერთი დარღვევა ადასტურებს, რომ პოლონეთის უმნიშვნელოვანესი მისია საკუთარი ტერიტორიის დაცვაა


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთი აცხადებს, რომ 20 აგვისტოს ღამეს, მის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, "შაჰედის" დრონის რუსული ვერსია აფეთქდა. ვარშავა რუსეთისადმი პროტესტს ამზადებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ გუშინ ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცე დაირღვა და ობიექტი "აღმოსავლეთიდან“ შეფრინდა.
"აღმოსავლეთიდან ჩვენი საჰაერო სივრცის კიდევ ერთი დარღვევა ადასტურებს, რომ პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ნატოსთან მიმართებაში საკუთარი ტერიტორიის დაცვაა. საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ“, - წერს მინისტრი.
20 აგვისტოს ღამეს, პოლონეთის სოფელ ოსინიში აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია, უპილოტო საფრენი აპარატი სიმინდის ყანაში ჩამოვარდა და შემდეგ აფეთქდა. ეს მოხდა რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა მომხდარს რუსეთის მხრიდან პროვოკაცია უწოდა.
თაგები:
რადოსლავ სიკორსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს