
ავტორი
Front News საქართველო
იოსებ გოგაშვილის გახმოვანებულ ნებისმიერ ინფორმაციას თან ახლავს მტკიცებულებები, რაც სანდო ხელში და დაცულ გარემოში ინახება, – ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.
როგორც მან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ აღნიშნა, გოგაშვილი ასევე ადასტურებს, რომ მასთან მოსლაპარაკებლად ნამდვილად იმყოფებოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
“მის მიერ გახმოვანებულ ნებისმიერ ინფორმაციას თან ახლავს მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, იქნება სანდო ხელში და დაცულ გარემოში.
იოსებ გოგაშვილთნ დღეს მქონდა კონკრეტულ საკითხზე საუბარი, თუმცა დეტალურად არა. მან დამიდასტურა, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა მასთან ვიზიტით. განაცხადა, რომ არა მარტო კობახიძე , სხვებიც დადიოდნენ, თუმცა, როდის შედგა ეს ვიზიტი და რა შინაარსის საუბრები იყო მათ შორის, ამ ეტაპისათვის ჩემთვის არ არის ცნობილი“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს