რასმუსენი – ჩვენ გვჭირდება ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელშიც უკრაინა ნატოს ცენტრშია


ავტორი
Front News საქართველო
ნატომ უნდა მიიღოს უკრაინა თავის რიგებში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ოღონდ არა კონფლიქტის გაყინვისთვის, არამედ კრემლის დასანახად, რომ ომი არ შეაჩერებს უკრაინის დასავლეთთან დაახლოებას, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა (2009-14 წლებში) ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
The Guardian წერს, რომ კიევი ძალიან იმედგაცრუებული იყო ნატოს ივლისის სამიტით, სადაც შეერთებული შტატებისა და გერმანიის ზეწოლის შედეგად ალიანსმა თავი აარიდა უკრაინის თავის რიგებში მიღების კონკრეტული თარიღების გამოცხადებას. რასმუსენის თქმით, 2024 წლის ნატოს მომდევნო სამიტმა კვლავ არ უნდა გადადოს ბლოკში უკრაინის წევრობის საკითხი.
“მოვიდა დრო, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და მოვიწვიოთ უკრაინა ნატოში. ჩვენ გვჭირდება ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელშიც უკრაინა ნატოს ცენტრშია”, – განაცხადა მან.
იმისათვის, რომ უკრაინის ნატოში შესვლამ არ გამოიწვიოს პირდაპირი ომი ბლოკსა და რუსეთს შორის, რასმუსენი სთავაზობს ალიანსში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებიდან გამოირიცხოს ის ტერიტორიები, რომლებსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს. მისი აზრით, ეს მხოლოდ გააძლიერებს უკრაინას.
“მე-5 მუხლის გარანტიების აბსოლუტური სანდოობა შეაკავებს რუსეთს ნატოს ფარგლებში უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმების გაძლიერებისგან და ამით გაათავისუფლებს უკრაინულ ძალებს ფრონტის ხაზზე მისასვლელად. იმისათვის, რომ მე-5 მუხლი სანდო გახდეს, რუსეთს უნდა ჰქონდეს მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ტერიტორიის ნებისმიერ დარღვევას ექნება პასუხი“, – განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, ამ წინადადების განხორციელებით რუსეთს მოუწევს თავი შეიკავოს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ფრენებისგან, არამედ უკრაინის ქალაქებზე რაკეტების გაშვებისგან.
რასმუსენმა დასავლეთ გერმანიის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ნატოს 1955 წელს შეუერთდა, მაგრამ აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიების გარეშე.
თაგები:
რასმუსენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს