რატი იონათამიშვილი - ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შშმ პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც “ევროპელობას” იჩემებენ საბჭოთა მენტალიტეტის მემკვიდრეები, ეს არის “პოლიტიკური ფარისევლობა” და ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შშმ პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას ფეისბუკ სტატუსთან დაკავშირებით წერს.
იონათამიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას მხრიდან მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადება შშმ პირთა მიმართ პირველი არ არის და მან ეს უკვე ტრადიციად აქცია.
"როდესაც “ევროპელობას” იჩემებენ საბჭოთა მენტალიტეტის მემკვიდრეები, ეს არის “პოლიტიკური ფარისევლობა” და ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შშმ პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა, აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში არის დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და აძლიერებს სტიგმას. გვარამიას მხრიდან ეს არ არის პირველი თავდასხმა შშმ პირთა მიმართ, მან სიძულვილის ენა ტრადიციად აქცია, ამიტომ ყოველ ჯერზე გავახსენებთ, რომ მათ დროს ერთი ქუჩის, ერთი საჯარო სკოლის ადაპტირებაც არ მომხდარა, აუტიზმის პროგრამა საერთოდ არ არსებობდა, ადაპტირებული საჯარო ტრანსპორტის რაოდენობა იყო - 0, ინკლუზიური განათლების სახელმწიფო ბიუჯეტი - 0 ლარი, ჩვენი პარაოლიმპიელების დაფინანსება წელიწადში საშუალოდ 10,000 ლარი და ა.შ.“, - წერს რატი იონათამიშვილი.
თაგები:
რატი იონათამიშვილი




