
ავტორი
Front News საქართველო
სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცება და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებაა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
იონათამიშვილის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები ევრობიუროკრატთა მხრიდან თავისუფალ სიტყვას კი არ ჩაახშობს, არამედ გააძლიერებს მას.
"სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცება და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება.
თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე, თავისუფალ სიტყვას კი არ ჩაახშობს, არამედ გააძლიერებს.
უსამშობლოებს კი ვინც აქ ბუჩქებს აფარებენ თავს და ამომრჩევლებს ემალებიან, სამაგიეროდ უცხო ქვეყნებში საკუთარი ქვეყნის დასმენით ჰგონიათ რამეს მიაღწევენ, ბევრჯერ გაეცათ საკადრისი პასუხი და კიდევ გაეცემათ, რაც უფრო მტკივნეული იქნება მათთვის“, - წერს რატი იონათამიშვილი.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს