რაულ ქირიამ "ევროპის უნივერსიტეტის" ახლად არჩეულ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ ახლად არჩეულ თვითმმართველობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მომდევნო სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე, იმსჯელეს მასშტაბური მულტიკულტურული ღონისძიების ჩატარების შესახებ.
თვითმმართველობის წევრებმა თავის მხრივ წარმოადგინეს იდეები, რომელიც უცხოელი სტუდენტების კულტურულ ინტეგრაციას შეეხება და გულისხმობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მსგავსი ტიპის შეხვედრები უნივერსიტეტში სისტემატურად იმართება, რომელიც სტუდენტთა საჭიროებებზეა ორიენტირებული.
თაგები:
რაულ ქირია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს