Logo

რეგიონებში მერობის კანდიდატების მხარდაჭერა – “ქართული ოცნება” – 35%; ოპოზიციის საერთო კანდიდატი – 33%; გახარიას პარტია – 15%;

პოლიტიკა
335
Frontnews image description

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას მათ ქალაქში, მერის არჩევნები რომ დღეს ჩატარებულიყო (თბილისს გარეთ), მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

 

კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”  – 35%;

 

ოპოზიციის საერთო კანდიდატი – 33%;

 

“გახარია – საქართველოსთვის” კანდიდატი – 15%;

 

არცერთი მათგანი – 6%;

 

არ ვიცი/უარი პასუხზე – 11%

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

თაგები:

კვლევა
Advertisement